fbpx

Tesla ევროპაში პირველ საწარმოს გერმანიაში ხსნის – “შეტევა ადგილობრივ ავტომწარმოებლებზე?

Bloomberg წერს, რომ ოდესღაც გიგანტმა ავტომწარმოებლებმა Tesla-ს სუსტი უწოდეს, დღეს კი ილონ მასკი მათ ტერიტორიაზე საწარმოს აშენებს.

ტერიტორია, რომელიც ფეხბურთის 200 სტადიონის ფართობს მოიცავს, გერმანიაში ერთ-ერთ ნაკრძალთან ახლოს მდებარეობს. როგორც გამოცემა წერს, ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის შემოწმება, რათა დაადგინონ არის თუ არა დარჩენილი ადგილზე საბრძოლო მასალები, რომლებიც შესაძლოა მეორე მსოფლიო ომიდან იყოს შემორჩენილი.

ამერიკული კომპანიის მომავალი საწარმო გრუჰაიდის დასახლებაში უნდა აშენდეს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე საწარმოს მშენებლობას დაახლოებით 20 წლის წინ BMW აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ კომპანიამ ლაიფციგი ააირჩია.
დასახლების თვითმმართველობა ამერიკელი მილიარდერის შემოთავაზებას ძალიან სწრაფად დათანხმდა.
“ინვესტიცია ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ეს დაეხმარება ახალგაზრდა განათლებულ ადამიანებს, დარჩნენ ჩვენს რეგიონში”,- აცხადებს გრუჰაიდის დასახლების ხელმძღვანელი არნე ჰრისტიანი.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ევროპაში თან გერმანიაში საწარმოს მშენებლობა დიდი გამოწვევა იქნება ამერიკული კომპანიისთვის, რადგანაც გერმანია ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ავტომობილების წარმოებაში, ადგილობრივები კი უფრო ლოკალური კომპანიების მიმართ არიან ლოიალურები.

ამასთან, გერმანიაში სამუშაო ძალა 50%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ამერიკაში და 5-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე გერმანიის მეზობელ პოლონეთში.

Category:
გააზიარეთ