fbpx

Covid19-ით ინფიცირებულებს შორის მწეველების რიცხვი მინიმალურია.

კორონას მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს მისგან დამცავი ეფექტი აქვს.

აქამდე მწეველები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად ითვლებოდა კორონავირუსისთვის. თუმცა ახალი კორონავირუსის კვლევისას ფრანგმა მეცნიერებმა ნიკოტინის პოტენციური დამცავი ეფექტი დაადგინეს.

ფრანგული და არა მხოლოდ ფრანგული მედია მსოფლიოს ცნობილი ნეირობილოგების ჰიპოთეზას აქვეყნებს, რომელიც მალე კლინიკული კვლევების საგნად უნდა იქცეს. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსის წინააღმდეგ. პაციენტებს ნიკოტინის წვეთები და პლასტირები დაენიშნათ.

ვარაუდი ეფუძნება მწეველთა მცირე რაოდენობას Covid19-ით დაინფიცირებულთა შორის, რომლის შესახებ მთელ მსოფლიოში რამდენიმე სხვადასხვა კვლევა იუწყება. ეს მაჩვენებელი 1.4–დან 12%–მდე შეადგენს. პარიზის საავადმყოფო La Pitié-Salpêtrière–ში მალე ნიკოტინების პლასტირების პროფილაქტიკური და თერაპევტული ეფექტის შესწავლას დაიწყებენ.

Category:
გააზიარეთ