Banana Bread – რეცეპტი

საღამომშვიდობის მეგობრებო😋
ჩემი Banana Bread-ის რეცეპტით მოვედი🤗🍌
რა დაგვჭირდება:
✅2 ც. კვერცხი
✅150 გ. შაქარი
✅225 გ. ბანანის პიურე
✅100 მლ. ზეთი
✅120 გ. არაჟანი 20%
✅220 გ. ფქვილი
✅1 ჩ.კ. სოდა
✅1/2 ჩ.კ. დარიჩინი
✅120 გ. ქიშმიში

როგორ მოვამზადოთ:
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ დაჭყლეტილი ბანანი, ავურიოთ. დავამატოთ ზეთი და არაჟანი, კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ. ფქვილი, სოდა და დარიჩინი ცალკე ჯამში გადავურიოთ და ჩავყაროთ თხევად მასაში. ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ქიშმიში 10 წთ-ით ჩავალბოთ თბილ წყალში, გავაშროთ, მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი, დავამატოთ ცომში და ჩავასხათ ფორმაში. ბანანი გავჭრათ სიგრძეზე და დავადოთ ცომს ზემოდან. გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში.
გემრიელ უქმეებს გისურვებთ❤

გააზიარეთ