fbpx

“ვისაც შია, ან შიმშილის ზღვარზეა, ზეგ, 25 აპრილს ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე”

ადვოკატი, ალექსანდრე კობაიაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

” მეგობრებო, ბევრ თქვენგანს აქვს შინაგანი პროტესტი, ვისაც შია, ან შიმშილის ზღვარზეა და ვისაც მიაჩნია, რომ არ უნდა გაგრძელებულიყო საგანგებო მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული შეზღუდები. მოდით ესე მოვიქცეთ:

ზეგ 25 აპრილს 15 საათზე (3 საათზე) მარჯანიშვილის მოედანზე შევიკრიბოთ, ისე რომ არ დავარღვიოთ პრეზიდენტის მიერ შემოღებული დეკრეტი, დავიცვათ ერთმანეთში დისტანცია და გავაპროტესტოთ მთავრობის, პრეზიდენტის და პარლამენტის გადაწყვეტილებები და მოვითხოვოთ სწრაფად ეკონომიკის ამუშავება და სამსახურებში გასვლა. ტოტალიტარიზმის ზღვარზე ვართ და ხელისუფლება ჯორჯ ორუველის ,,ცხოველთა ფერმა” სცენარით მოქმედებს და სულ ბუათი (მიშათი) გვაშინებს. რითაც ხალხი დაიღალა. ფიზიკურად ვერ გაუძლებს ხალხი შიმშილს და რა მნიშვნელობა აქვს რითი მოკვდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა!!!

P.S. ჰა ეხლა აბა თქვენ იცით მიშისტიას დაძახება არ დაგავიწყდეთ! მოკლეთ, გელით ყველას, ზეგ მარჯანიშვილის მოედანზე შევიკრიბოთ 3 საათზე ჩვენი ქვეყნის დასაცავად …”

Category:
გააზიარეთ